შეღავათიანი აგროკრედიტი

cheapest-loansსოფლის მეურნეობაში იაფი და გრძელვადიანი სესხების გაცემა დაიწყო. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” პრეზენტაცია სასტუმროში „თბილისი მერიოტი“ გაიმართა. როგორც პრეზენტაციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა შალვა ფიფიამ აღნიშნა, კრედიტი სამი სახის იქნება:

  • 5000 ლარამდე უპროცენტო სასაქონლო კრედიტი მცირე ფერმერებისთვის. ფერმერს ამ სესხის დასაფარად 6 თვე ეძლევა;
  • შეღავათიანი აგროკრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის, რომელიც ითვალისწინებს 2 წლის ვადით 8%-იანი სესხის გაცემას 5 000-დან 100,000 ლარამდე. აღნიშნული კომპონენტი წარმოადგენს საბრუნავი საშუალებებისა და მარაგების შესყიდვის მოკლე ვადით დაფინანსებას.
  • 3%-იანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის, რომელიც გულისხმობს 60 საწარმოს გახსნას და 7 წლამდე ვადით 1 მილიონ ლარამდე სესხის გასცემს. მოცემული კომპონენტი ითვალისწინებს ხანგრძლივი პერიოდით ძირითადი საშუალებებისა და ტექნოლოგიების დაფინანსებას.

სესხის აღება პოტენციურ ბენეფიციარებს საქართველოში მოქმედ 11 ბანკსა და 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეუძლიათ. ესენია: ბაზისბანკი, ბანკი კონსტანტა, თიბისი ბანკი, ბანკი რესპუბლიკა , ბანკი ქართუ, ვი-თი-ბი ბანკი, კორ სტანდარტ ბანკი, ლიბერთი ბანკი, პროკრედიტ ბანკი,საქართველოს ბანკი, ხალიკ ბანკი, კრედო და კრისტალი.

comments

© 2014 All about Georgian Banks. All rights reserved. Site Admin · Entries RSS · Comments RSS
Powered by David · Designed by David